დღის არა-აზრი
 
მორწმუნე არ არის მაძიებელი. მორწმუნეს არ უნდა, რომ ეძებოს, აი, რატომ სწამს მას. მორწმუნეს უნდა თავი აარიდოს ძიებას, აი, რატომ სწამს მას. მორწმუნეს უნდა გადარჩეს, მას მხსნელი სჭირდება. ის მუდმივად ეძებს მესიას – ვინმეს, ვინც შეჭამს მის მაგივრად, დაღეჭავს მის მაგივრად, მოინელებს. მაგრამ მე თუ შევჭამ, ეს შენს შიმშილს არ დააცხრობს. ვერავინ გიშველის საკუთარი თავის გარდა.